აქსესის სტუდენტები ბოსტონში

თარიღი: .

2022 წლის 25 ივლისიდან 8 აგვისტომდე „საზოგადოება ბილიკის“ პროექტის “ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა“ (Access) სტუდენტები: ლუკა მოსიაშვილი, ლიზი ბერიანიძე, დავით რობანიშვილი და რატი ბეგიჯანაშვილი გაცვლითი პროგრამა CELOP Fundamentals of Leadership-ით იმყოფებოდნენ ბოსტონის უნივერსიტეტში.

აქსესის სტუდენდები გვიზიარებენ საკუთარ ემოციებს ამერიკაში ვიზიტთან დაკავშირებით: ‍ლუკა მოსიაშვილი: დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის, პირადად გავეცანი ამერიკულ კულტურას, მოსახლეობას, ცხოვრების სტილს, მათ მისწრაფებებსა და ინტერესებს. გვქონდა შესაძლებლობა რომ ბოსტონის უნივერსიტეტში შეგვესწავლა ლიდერობასთან დაკავშირებული საკითხები. მოვინახულეთ ღირსშესანიშნაობები: ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკა, ჯონ კენედის მუზეუმი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, MIT. ამ პროგრამამ მოგვცა შესაძლებლობა პრაქტიკაში საკუთარი თვალით გვენახა ის, რასაც ორი წლის განმავლობაში თეორიულად ვსწავლობდით ამერიკული კულტურის შესახებ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის საელჩოს, PH International-სა და „საზოგადოება ბილიკს“ ამ შესაძლებლობისთვის.

‍ლიზი ბერიანიძე: გაცვლითმა პროგრამამ უდიდესი გამოცდილება მომცა. ჩაგვიტარდა ტრენინგები და აქტივობები, რომლებიც უკავშირდებოდა ლიდერობას. ამ აქტივობებმა განამტკიცა, როგორც ჩვენი ლიდერული უნარები, ისე ინგლისური ენა. ამერიკული კულტურის გაცნობის გარდა, ჩვენ გამოვცადეთ თუ რას ნიშნავს იყო სტუდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვიცხოვრეთ საერთო საცხოვრებელში, მოვინახულეთ უამრავი ღირსშესანიშნავობა, დავესწარით ლექციებს, გავსინჯეთ სხვადასხვა კერძი და რაც მთავარია, შევიძინეთ უამრავი მეგობარი.

ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა ხორციელდება ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია PH International-ისა და US Embassy-ის მიერ. პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლის რეგიონში არის „საზოგადოება ბილიკი“.