ბაკურიანის საზაფხულო ბანაკი 2022

თარიღი: .

გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიცირებით, ახალგაზრებისთვის ბაკურიანის საზაფხულო ბანაკი გაიხსნა.

ბანაკის პროგრამა მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. ახალგაზრდებს უტარდებათ შემეცნებითი ტრენინგები სხვადასხვა თემების შესახებ. ისინი აქტიურად არიან ჩართულები კულტურულ, სპორტულ და გასართობ აქტივობებშიც. ბანაკი, ჯამში კონკურსის წესით შერჩეულ 200 ბენეფიციარს მასპინძლობს. თითოეულ ნაკადზე 50 მონაწილე მიემგზავრება. ისინი ბაკურიანში ოთხ სრულ დღეს რჩებიან.

პროექტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება, წელს პირველად დაიგეგმა. მას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საზოგადოება ბილიკი“ ახორციელებს.

წყარო : გორის მუნიციპალიტეტის მერია.

ლინკი: https://www.facebook.com/CityHallofGori/photos/pcb.5408278945921792/5408270679255952/