ტრენინგი დღის ცენტრების აღსაზრდელებისთვის

თარიღი: .

2022 წლის 11 აგვისტოს „საზოგადოება ბილიკის“ დღის ცენტრების აღსაზრდელებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის“ (CSDC) ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე „COVID-19 პანდემიის პრევენცია მოზარდებში ჰიგიენის ხელშეწყობის გზით“.

ტრენერ ნინო სახანბერიძესთან ერთად შეხვედრას უძღვებოდნენ „საზოგადოება ბილიკის“ მცირე საოჯახო სახლის ორი ბენეფიციარიც, რომლებიც პროექტის „დაიცავი ჰიგიენა შენი ჯანმრთელობისთვის ფარგლებში“ გადამზადდნენ „ჰიგიენის მცველებად“.

ტრენინგის ფარგლებში ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია ჰიგიენის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. მონაწილეებმა შეასრულეს მიღებულ ცოდნაზე დაფუძნებული პრაქტიკული დავალებები და ითამაშეს სახალისო თამაშები.