,,საზაფხულო ბანაკი 2022“- ის შედეგების პრეზენტაცია

თარიღი: .

2022 წლის 14 სექტემბერს, ,,საზაფხულო ბანაკი 2022“- ის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში. 

პროექტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა, წელს პირველად დაიგეგმა. მას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია, „საზოგადოება ბილიკი“ ახორციელებდა. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში.

„აღნიშნული პროექტი პირველი პრეცენდენტია გორის მუნიციპალიტეტის ისტორიაში, რომელიც არაფორმალური განათლების ჭრილში ჩატარდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა ბანაკის მონაწილეების მხრიდან. შეხვედრაზე განხილულ იქნა გამოწვევები, შემუშავდა რეკომენდაციები, რაც სამომავლოდ ბანაკის კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩატარების საშუალებას მოგვცემს“ - განაცხადა განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა ნინო ბერიანიძემ.