ტრენინგი „სამოქალაქო აქტივიზმი, აქტიური მოქალაქეობა“

თარიღი: .

 2022 წლის 27 ოქტომბერს რეგიონალური ჰაბის ახალგაზრდებისთვის გაიმართა ტრენინგი „სამოქალაქო აქტივიზმი, აქტიური მოქალაქეობა“.

ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებს მიეღოთ ინფორმაცია სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ და შეეძინათ აქტიური მოქალაქისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: სამოქალაქო აქტივიზმის საფუძვლები (განმარტება და მაგალითები), სამოქალაქო აქტივიზმის ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი ფაქტორები, ცვლილების მეთოდები, მიზნობრივი კომუნიკაცია, ადამიანური რესურსების მართვა კამპანიისას, კამპანიის სტრატეგია და დაგეგმვა. ტრენინგის დროს გამოყენებული იქნა სწავლების შემდეგი მეთოდები: დემონსტრირების მეთოდი, როლური და სიტუაციური თამაში, შემთხვევის ანალიზი.

ტრენინგს უძღვებოდა შალვა ტლაშაძე.

ტრენინგი განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში. შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის საქმიანობას წარმართავს „საზოგადოება ბილიკი“.