ტრენინგი „პროექტების წერა“

თარიღი: .

2022 წლის 3 და 4 ნოემბერს რეგიონალური ჰაბის ახალგაზრდებისთვის გაიმართა ტრენინგ კურსი თემაზე : „პროექტების წერა“.

ტრენინგის მიზანი იყო, რომ ამ თემით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ჰქონოდათ შესაძლებლობა მიეღოთ ცოდნა პროექტის არსის, მენეჯმენტის და მისი შემადგენელი ელემენტების შესახებ.

ტრენინგ კურსი მიმართული იყო მონაწილეთა თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა/გაუმჯობესებისაკენ, რაც მათ დაეხმარებათ სამომავლო საქმიანობაში ეფექტურად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები.

ტრენინგის დროს განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: პროექტის არსი; დაინტერესებულ მხარეთა ანალიზი; SWOT ანალიზი; SMART კრიტერიუმები; აქტივობების დაგეგმვა და დროის მართვა; პროექტის ბიუჯეტი და პროექტის დოკუმენტური ფორმები.

ტრენინგს უძღვებოდა სოსო მეზვრიშვილი.

ტრენინგი განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში. შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის საქმიანობას წარმართავს „საზოგადოება ბილიკი“.