გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდებთან

თარიღი: .

2022 წლის 8 ნოემბერს „საზოგადოება ბილიკს“ თამარ მახარაშვილი და ჰეიდენ ნელსონი ესტუმრნენ და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ახალგაზრდებს.

თამარმა საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახლა ის მუშაობს კალიფორნიის შტატში, გუგლის ოფისში, ელექტრო მაგნიტური თავსებადობის დიზაინ ინჟინერად.

ჰეიდენმა განათლება მიიღო ბირთვული ინჟინერიის განხრით, მოგვიანებით დაიწყო ინჟინერიის მენეჯმენტის შესწავლა და დღეს მუშაონს ტესლაში ტექნიკური პროგრამების მენეჯერის პოზიციაზე.

შეხვედრამ ჩაიარა სასიამოვნოდ, სტუმრებმა უპასუხეს ახალგაზრდების კითხვებს მათ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან დაკავშირებით ამერიკაში ცხოვრებისას და გაუზიარეს პრაქტიკული მაგალითები.