„საზოგადოება ბილიკის“ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი

თარიღი: .

„საზოგადოება ბილიკის“ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:

1. 0-7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების ადრეული ინტერვენცია. მომსახურების მიზანი : 0-7 წლამდე განვითარების დარღვევის, ან განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვის, რუტინაზე დაფუძნებული მიდგომით, ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში - სახლში, ბაღში, ცენტრში ან ნებისმიერ სხვა გარემოში ინტერვენცია. ბენეფიციარების რაოდენობა: მომსახურებაში ჩართულია 140 ბავშვი.

ფინანსური მხარდაჭერა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; გორის მუნიციპალიტეტის მერია, ადრა-საქართველო, პოლონეთის დახმარება.

2. 0-18 წლამდე ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაცია-აბილიტაცია მომსახურების მიზანი: ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება; ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური ფუნქციური პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება; ზოგადი ჯანმრთელობის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და ინკლუზიური განვითარების პროცესის ხელშეწყობა. ბენეფიციარების რაოდენობა: მომსახურებაში ჩართულია 30 ბავშვი.

ფინანსური მხარდაჭერა : საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ადრა-საქართველო, პოლონეთის დახმარება.

3. პროექტი: „ხელი-ხელს“. მიზანი: ხელი შევუწყოთ გორის მუნიციპალიტეტის 0 დან 7 წლმადე შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის, ან ასეთი რისკის მქონე, ადრეული ინტერვენციის პროექტში ჩართული ბავშვების განვითარების სტიმულირებას, რათა მოხდეს მათი ჩართულობა სკოლამდელ და სასკოლო ცხოვრებაში. სამიზნე ჯგუფი : 0-7 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვები. ბენეფიციარების რაოდენობა : 100.

ფინანსური მხარდაჭერა: გორის მუნიციპალიტეტის მერია.