დღის ცენტრების აღსაზრდელების 11 ფერწერული ნამუშევარი ლუვრში, პარიზში

თარიღი: .

სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ პარიზში, ლუვრის მუზეუმში 2023 წლის 14 იანვარს გამოფინეს "საზოგადოება ბილიკის" დღის ცენტრების აღსაზრდელების 11 ფერწერული ნამუშევარი.

ბავშვებმა ნახატები შექმნეს ლუვრის ბავშვთა ნახატების საერთაშორისო გამოფენის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თემაზე - One World One Future (ერთი სამყარო, ერთი მომავლი).

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის 5-12 წლამდე ასაკის ბავშვების ნამუშევრები.