სასწავლო ვიზიტი კასპის ტექნოპარკში

თარიღი: .

2023 წლის 15 თებერვალს, შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის - „საზოგადოება ბილიკის“ მხარდაჭერით განხორციელდა სასწავლო ვიზიტი კასპის ტექნოპარკში.

შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდული კლუბისა და ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა პრეზენტაციის სახით ინფორმაცია მიიღეს ტექნოპარკის, ფაბ ლაბის, ICT და STEM მიმართულების, ასევე ზოგადად ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის შესახებ. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ #hardware მოწყობილობების გამოფენა დაეთვალიერებინათ. შეხვედრის დასკვნით ნაწილში კი კასპის ტექნოპარკსა და გორის ახალგაზრდული საბჭო-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიება გაიმართა ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში.