ტრენინგი სასკოლო თვითმმართველობის წევრებისათვის

თარიღი: .

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში 2023 წლის 4-13 სექტემბერს, შიდა ქართლის 4 მუნიციპალიტეტში (გორი, ქარელი, ხაშური, კასპი) პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბისა და სასკოლო თვითმმართველობის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგები შემდეგ თემებზე:

ადვოკატირება, პროექტების წერა და მენეჯმენტი, ეფექტური კომუნიკაცია, სკოლის თვითმმართველობა, უფლებები, მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები. ტრენინგების მონაწილეებმა გამოკვეთეს სასკოლო და სათემო პრობლემები და მათი მოგვარების მიზნით შეიმუშავეს პროექტები, რომელიც მხარდაჭრილი იქნება სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ და განხორციელდება აკადემიური წლის პირველ სემესტრში. თვითმმართველობის წევრები ტრენინგზე მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე სკოლებში იმიტირებულ არჩევნებს მოაწყობენ, მიღებული პრაქტიკული ცოდნა კი დაეხმარებათ სკოლაში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 250-ზე მეტმა მოსწავლემ.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International - საქართველოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია „საზოგადოება ბილიკი“.