სემინარი ქალაქ გორში - შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაციის საკითხებზე

თარიღი: .

2022 წლის 21 თებერვალსგორში შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაციის საკითხებზე სემინარი ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდნენ გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურების, ბავშვთა დაცვისა და ზრუნვის განყოფილების, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს და შშმ პირებთან მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ის წარმომადგენლებმა მარსელა ჰაჯთმანკოვამ და ელენა კოპსოვამ შშმ პირთა დასაქმების სლოვაკური და ევროპული გამოცდილება გაუზიარეს მონაწილეებს, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნებში შშმ პირთა დასაქმების საუკეთესო მაგალითები

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ შშმ პირთა საჭიროებებზე ჩატარებული კვლევის შედეგებსა და შემუშავებულ რეკომენდაციებს და აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში. დასასრულს მონაწილეებმა რეკომენდაციები წარმოადგინეს, თუ როგორ შეიძლება სლოვაკური გამოცდილების გადმოტანა საქართველოს რეალობაში.