USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პრეზენტაცია

თარიღი: .

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა შიდა ქართლის რეგიონის პარტნიორ საჯარო სკოლებში.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეები. აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეთათვის პროგრამის შესახებ ინფორმაციის გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავება. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International - ის მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. მისი მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას და კერძო სექტორის დაკავშირებას სკოლებთან. ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია თანამშრომლობა საქართველოს 650 საჯარო სკოლასთან. პროგრამის პარტნიორი შიდა ქართლის რეგიონში არის ასოციაცია "საზოგადოება ბილიკი".