მცირე გრანტის პროექტი „გახსოვდეს''
2015 წლის 10 სექტემბერს ჩატარდა სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის საჯარო სკოლის მცირე გრანტის პროექტის „გახსოვდეს, შენ საზოგადოების აქტიური მონაწილე ხარ“ დახურვის ღონისძიება.
სოფელ ალის საჯარო სკოლის პედაგოგმა და პროექტის ავტორმა ქნ. ფატმან ღამბაშიძემ მოწვეულ სტუმრებს გააცნო პროექტი და ისაუბრა მის შედეგებზე. სკოლის მოსწავლეებმა კი, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტის განხორციელებაში გააკეთეს პრეზენტაცია ცალკეული აქტივობების, რომლებიც პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
პროგრამა "მომავლის თაობა" ხორციელდება ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო სააგენტოს დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
განმახორციელებელი ორგანიზაცია შიდა ქართლში საზოგადოება "ბილიკი".
Comments powered by CComment