სტრატეგიული გეგმა
საზოგადოება „ბილიკის” სტრატეგიული გეგმა 2018 – 2023 წელი
ხედვა
საზოგადოება „ბილიკი“ ისწრაფვის აქტიური მოქალაქეებისგან შემდგარი, ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოებისკენ, რომელიც ზრუნავს თითოეული ბავშვის კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე.
მისია
ჩვენ ვზრდით შიდა ქართლის ახალგაზრდობის, თემისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს, რათა ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული და გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მთავრობის დონეზე.
ძირითადი/სამიზნე ბენეფიციარი: ახალგაზრდობა
ორგანიზაციის დონეზე
ორგანიზაციის მიზნები:
- გაიზარდოს ბილიკის დაფინანსება რომ გახდეს დამოუკიდებელი
- ბილიკში დასაქმებულთა გამოცდილების ზრდა
- დაიხვეწოს/გაუმჯობესდეს ბილიკის მომსახურება
ორგანიზაციის ამოცანები და აქტივობები
მიზანი 1: გაიზარდოს ბილიკის დაფინანსება რომ გახდეს დამოუკიდებელი
ამოცანა 1: გაიზარდოს ბილიკის ცნობადობა ა) სახელმწიფო ბ) არასამთავრობო გ)საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე
ამოცანა 2: დაფინანსების გაზრდა სახელმწიფოსგან
ამოცანა 3: დიდი და მაღალ ბიუჯეტიანი პროექტების განხორციელება
ამოცანა 4: სოციალური საწარმოს შექმნა
ამოცანა 5: შეღავათები დღის ცენტრების გადასახადებზე
მიზანი 2: ბილიკში დასაქმებულთა გამოცდილების ზრდა
ამოცანა 1: მეტი შესაძლებლობები თანამშრომელთა ტრენინგებისთვის, განვითარებისთვის და ზრდისთვის
ამოცანა 2: დასაქმებულების ბენეფიტების გაუმჯობესება
მიზანი 3: დაიხვეწოს/გაუმჯობესდეს ბილიკის მომსახურება
ამოცანა 1: მიმდინარე მომსახურების განახლება
ამოცანა 2: მომსახურების გაზრდა/გაფართოება
ამოცანა 3: ბილიკის სერვისებისთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება/გაფართოება
ამოცანა 4: ბილიკის სერვისებისთვის გზების გაძლიერება (მაგ: თანამშრომელთა უნარები, სპეციალისტები, პარტნიორები)
პროგრამების დონეზე
ბავშვზე ზრუნვის პროგრამა
პროგრამის მიმოხილვა
ჩვენ ვქმნით ოჯახურ გარემოს მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის, რომელთა ზრუნვის სხვა ალტერნატიულ ფორმაში (ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება/ცხოვრება, მინდობით აღზრდა, შვილად აყვანა) განთავსება მოცემული მომენტისათვის ვერ ხერხდება. აგრეთვე ვქმნით ალტერნატიული განვითარების სერვისებს იმ მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის, რომელთა ოჯახებს სჭირდებათ თანადგომა, რადგან დღის მანძილზე ვერ ახორციელებენ ბავშვის მზრუნველობას. „ბილიკს“ აქვს შემდეგი მომსახურება:
- 0-7 წლამდე ასაკის ბავშვების ადრეული ინტერვენცია: ადრეული ინტერვენცია არის მომსახურების სისტემა, რომელიც ეხმარება განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს. ადრეული ჩარევა ფოკუსირებულია ასწავლოს ბავშვს განვითარებისთვის საჭირო ძირითადი და ახალი უნარები.
- დღის ცენტრები: ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან ღებულობენ საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიური, სოციალურ და საბაზო მომსახურებას. დაახლოებით 60 ბავშვი იღებს მომსახურებას ორ დღის ცენტრში.
- მცირე საოჯახო სახლები: სახლები სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის. ერთი სახლი გორში და 2 სახლი ხაშურში. მიზანი: ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარება.
- დედათა და ბავშვთა თავშესაფარი: მიტოვების, რისკის და ძალადობის მსხვერპლი ქალები და ბავშვები, რომლებიც იღებენ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ მომსახურებას და მხარდაჭერას განივითარონ უნარები.
პროგრამის მიზნები
- ფიზიკური გარემოს გაუმჯობესება
- მომსახურები/სერვისების გაუმჯობესება
- თანამშრომელთა შესაძლებლობების ზრდა
პროგრამის ამოცანები
მიზანი 1: ფიზიკური გარემოს გაუმჯობესება
ამოცანა 1: ადრეული განვითარების პროექტისთვის ფიზიკური გარემოს შექმნა
ამოცანა 2: ბავშვთა განვითარებისთვის დამატებითი სივრცის შექმნა
მიზანი 2: მომსახურები/სერვისების გაუმჯობესება
ამოცანა 1: 18+ მხარდაჭერა
ამოცანა 2: ოჯახების მხარდაჭერა
ამოცანა 3: ბენეფიციარების პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა
ამოცანა 4: დამატებითი მომსახურების შექმნა
მიზანი 3: თანამშრომელთა შესაძლებლობების ზრდა
ამოცანა 1: გადამზადებული თანამშრომლები
ამოცანა 2: თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდა
თემის განვითარების პროგრამა
პროგრამის მიმოხილვა
ჩვენ ვზრდით ადგილობრივი თემის შესაძლებლობებს თემის წევრების კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით:
- ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა
- მედია სკოლა (სატელევიზიო, საგაზეთო და ონლაინ მედია)
- კომპიუტერული კლასი – კომპიუტერული პროგრამები და ბლოგების შექმნა
- ხელ-გარჯილობის სტუდია - თექა, მინანაქარი, ქარგვა, ბისერებით მუშაობა
- დევნილთა ინტეგრაცია
- ტრენინგ ცენტრი
პროგრამის მიზნები
- პროგრამის განახლება და გაუმჯობესება
- პროგრამების და მომსახურების/სერვისები გაფართოება
- თანამშრომლობის და პარტნიორობის გაზრდა
პროგრამის ამოცანები
მიზანი 1: პროგრამის განახლება და გაუმჯობესება
ამოცანა 1: სტუდიების/კლასების აღდგენა ან გაუმჯობესება
ამოცანა 2: არა საკლასო/კლასის გარეთ პროგრამების აღდგენა ან გაუმჯობესება
მიზანი 2: პროგრამების და მომსახურების/სერვისები გაფართოება
ამოცანა 1: გაუმჯობესებული ტრენინგ ცენტრი
ამოცანა 2: ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განვითარება
მიზანი 3: თანამშრომლობის და პარტნიორობის გაზრდა
ამოცანა 1: ადგილობრივ მთავრობაში მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის გაზრდა
სამოქალაქო განათლება
პროგრამის მიმოხილვა
ჩვენ ვზრდით სამოქალაქო ცნობიერებას მოზარდებში და ახალგაზრდებში და ვეხმარებით მათ ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად. სამოქალაქო განათლების და კლუბების გზით, რომელსაც ვაწვდით მასწავლებლებს და მოსწავლეებს.
პროგრამის მიზნები
- პროგრამის ხარისხის გაუმჯობესება
- ბილიკის პროექტების და პროგრამების პორტფოლიოს გაფართოება
- ახალგაზრდების უნარების გაძლიერება
პროგრამის ამოცანები
მიზანი 1: პროგრამის ხარისხის გაუმჯობესება
ამოცანა 1: თანამშრომლობის გაზრდა საგანმანათლებლო დაწესებულებთან (სკოლები და საბავშვო ბაღები)
ა) სკოლები
ბ) საბავშვო ბაღები
მიზანი 2: ბილიკის პროექტების და პროგრამების პორტფოლიოს გაფართოება
ამოცანა 1: ახალი სამოქალაქო განათლების პროექტი (ები)
ამოცანა 2: ახალი პროგრამები ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის
მიზანი 3: ახალგაზრდების უნარების გაძლიერება
ამოცანა 1: ახალგაზრდების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში
ამოცანა 2: ახალგაზრდების ჩართვა სხვა პროგრამებსა და პროექტებში(მოხალისეობის პროგრამის ამოცანას კვეთავს)
მოხალისეობის პროგრამა
პროგრამის მიმოხილვა
მოხალისეობის პროგრამა 2006 წლიდან ხორციელდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოხალისეობის კულტურის განვითარებას ქართველ ახალგაზრდებში. ეს არის ოთხთვიანი პროგრამა ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის, ისინი ეცნობიან არასამთავრობო ორგანიზაციის სექტორს და იღებენ უნარებს, რომლებიც მათ კარიერაში დაეხმარება. 2013 წლიდან ევროპელ მოხალისეთა მომსახურების ფარგლებში, საზოგადოება „ბილიკი“ არის, როგორც გამგზავნი ასევე ევროპელი მოხალისეების მასპინძელი ორგანიზაცია.
პროგრამის მიზნები
- პროგრამის ხარისხის გაზრდა
- მეტი შესაძლებლობები ახალგაზრდებს პროგრამის საშუალებით
- ბილიკის მოხალისეობის პროგრამის რეპუტაციის მშენებლობა
პროგრამის ამოცანები
მიზანი 1: პროგრამის ხარისხის გაზრდა
ამოცანა 1: ახალგაზრდების საჭიროებების ხელმისაწვდომობა
ამოცანა 2: მოხალისეობის პროგრამის გეგმის შემუშავება
ამოცანა 3: მოხალისეები ინფორმირებულები არიან ორგანიზაციის გარეთ (სხვადასხვა ორგანიზაციების) მოხალისეობის პროგრამებზე
მიზანი 2: მეტი შესაძლებლობები ახალგაზრდებს პროგრამის საშუალებით
ამოცანა 1: გორის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გადიან სასწავლო პრაქტიკას ორგანიზაციის ბაზაზე
ამოცანა 2: ყოფილი მოხალისეები აქტიურად თანამშრომლობენ ორგანიზაციასთან
ამოცანა 3: ბილიკი ხელს უწყობს მოხალისეების დასაქმებას
მიზანი 3: ბილიკის მოხალისეობის პროგრამის რეპუტაციის მშენებლობა
ამოცანა 1: ჯილდო (წახალისება) მოხალისისთვის
ამოცანა 2: მოხალისეობის პროგრამის ცნობადობის გაზრდა