პროგრამები

თარიღი: .

  

„საზოგადოება ბილიკის“ პროგრამები:

ბავშვზე ზრუნვის პროგრამა

მიზანი: ჩვენ ვქმნით ოჯახურ გარემოს მზრუნველობამოკლებული  ბავშვებისთვის, რომელთა ზრუნვის სხვა ალტერნატიულ ფორმაში (ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება/ცხოვრება, მინდობით აღზრდა, შვილად აყვანა) განთავსება მოცემული მომენტისათვის ვერ ხერხდება. აგრეთვე ვქმნით ალტერნატიული განვითარების სერვისებს იმ მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის, რომელთა ოჯახებს სჭირდებათ თანადგომა, რადგან დღის მანძილზე ვერ ახორციელებენ ბავშვის მზრუნველობას.

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი

მომსახურება/მიმართულება

  • 0-7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების ადრეული ინტერვენცია. მომსახურებაში ჩართულია 150 ბავშვი.
  • 0-18 წლამდე ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაცია-აბილიტაცია. მომსახურებაში ჩართულია 30 ბავშვი.
  • 6-18 წლამდე ბავშვთა/მოზარდთა და მშობელთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა

მომსახურების მიზანია -  ბავშვების, მოზარდებისა და ზრდასრულების  ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვა. „საზოგადოება ბილიკის“ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის ბაზაზე მსურველებს შეუძლიათ მიიღონ ფსიქოლოგიური მომსახურება. რის შედეგადაც მოხდება ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, სოციუმში ადაპტაცია, პიროვნული ზრდის ხელშეწყობა, ემოციური რეგულაცია  და ზრუნვა.

დღის ცენტრები

მიზანი: 6-18 წლამდე მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების  საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიური, სოციალურ და საბაზო მხარდაჭერა. ორი დღის ცენტრი ემსახურება 60 ბავშვს.

მცირე საოჯახო სახლები

მიზანი: სახლები სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი 6-18 წლამდე ბავშვებისთვის, რომლის მიზანია ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარება. 30 ბენეფიციარი იღებს მომსახურებას სამ მცირე საოჯახო სახლში (გორი, ხაშური).

დედათა და ბავშვთა თავშესაფარი

მიზანი: მიტოვების, რისკის და ძალადობის მსხვერპლი ქალები და ბავშვები, რომლებიც იღებენ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ მომსახურებას და მხარდაჭერას განივითარონ უნარები. 10 ბენეფიციარი იღებს მომსახურებას დედათა და ბავშვთა თავშესაფარში. 

თემის განვითარების პროგრამა

მიზანი: ჩვენ ვზრდით ადგილობრივი თემის შესაძლებლობებს  თემის წევრების კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით.

  • ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა; 14-17 წლის მოზარდებისთვის ორწლიანი სასწავლო კურსი. მონაწილეთა რაოდენობა 25.
  • საკლუბო მუშაობა: ახალგაზრდული, კრეატიული, ლეგო კლუბი
  • ხელგარჯილობის სტუდია
  • ტრენინგ ცენტრი: მოზარდები, ზრდასრულები.
  • შშმ პირთა დასაქმების ადგილობრივი პოლიტიკის გაუმჯობესება.
  • ჰაბი
  • მხარს უჭერს ახალგაზრდებს აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი ეკოსისტემის განვითარებაში; მიიღონ ცოდნა და განივითარონ უნარები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად;
  • აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებას რომ იყოს დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი.

სამოქალაქო განათლების პროგრამა

მიზანი: ჩვენ ვზრდით სამოქალაქო ცნობიერებას მოზარდებში და ახალგაზრდებში და ვეხმარებით მათ ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად. სამოქალაქო განათლების და კლუბების გზით, რომელსაც ვაწვდით მასწავლებლებს და მოსწავლეებს.

პროექტი:USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას და კერძო სექტორის დაკავშირებას სკოლებთან. ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია თანამშრომლობა საქართველოს 650 საჯარო სკოლასთან.პროგრამის პარტნიორი შიდა ქართლის რეგიონში არის ასოციაცია "საზოგადოება ბილიკი"

მოხალისეობის პროგრამა

მიზანი: ჩვენ მხარს ვუჭერთ მოხალისეობის კულტურის განვითარებას ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებში.

  • მოხალისეობა
  • 18 + ადგილობრივი თემის წარმომადგენლები
  • საერთაშორისო - Peace Corps, Solidarity Corp
  • სტაჟირება (ანაზღაურებადი/არაანაზღაურებადი)

სტაჟირების მიზანია: პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;

  • სასწავლო პრაქტიკა

სასწავლო პრაქტიკის მიზანია: პროფესიული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების  სტუდენტებმა სასწავლო პრაქტიკა გაიარონ „საზოგადოება ბილიკის” ბაზაზე;

„საზოგადოება ბილიკის” პარტნიორები სასწავლო პრაქტიკის განხორციელებისას არიან:

  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ჩეხეთის კარიტასის კოლეჯის სტუდენტები