ისტორია

თარიღი: .

 საზოგადოება `ბილიკი” საქართველოში უკიდურესი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის დროს, 1997 წელს დაარსდა. ორგანიზაციამ მიზნად დაისახა დახმარება გაეწია და ჯანსაღი ცხოვრებისაკენ მოებრუნებინა ღარიბი, დევნილი ოჯახის შვილები და ის ბავშვები, რომლებიც ცხოვრების პირობების გამო იძულებულნი არიან დროის დიდი ნაწილი ოჯახის, სასწავლო დაწესებულებების გარეთ - ქუჩაში გაატარონ ან ამ რისკის ქვეშ იმყოფებიან.

 საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე წლებში გარდა სხვადასხავა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებისა, პარალელურად დაიწო ადგილობრივმა არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორმა განვითარება.

 ასევე იყო “ბილიკის” შემთხვევაშიც, ინიცირება  ორგანიზაცის შექმნისა წამოვიდა საფრანგეთის სახალხო დახმარების პროექტის შეწყვეტის შემდეგ. მანამდე კი, 1995-96 წლებში, დღეს უკვე ‘ბილიკის’ დამფუძნებლები ამავე პროექტის ფარგლებში ხვდებოდნენ გორის ქუჩებში მოხეტიალე და მოვაჭრე  ბავშვებს და მათ მშობლებს. დაიბადა იდეა, არ შეწყვეტილიყო და კვლავ გაგრძელებულიყო რისკის ზღვარზე მყოფი ბავშვების და მათი ოჯახების მხარდაჭერა.

 ჩვენ კარგად გვქონდა გააზრებული, რომ გზა ქუჩიდან საზოგადოებისაკენ საკმაოდ ვიწრო და რთული იქნებოდა, ამავე დროს ეს გზა არის იმედის, რომელიც ბავშვთა გულებისკენ მიდის. სწორედ ამიტომ დაერქვა ჩვენს ორგანიზაციას `ბილიკი~ დევიზით `ვეძიოთ ბავშვთა გულებისკენ სავალი გზები~.

 რა თქმა უნდა რეალურ ცხოვრებაში მათთან ურთიერთობის დამყარება, ნდობის მოპოვება საკმაოდ რთულია. ჩვენი თავდაპირველი სურვილი იყო მიგვეცა ამ ბავშვებისთვის საკვები, ტანსაცმელი და გვესწავლებინა ელემეტარული წერა-კითხვა. მგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. გარემო რომელშიც ისინი ცხოვრობენ (ქუჩა, სახლი) საკმაოდ არასასურველ გავლენას ახდენს მათ ფსიქიკაზე. ამიტომ ორგანიზაციაში ეტაპობრივად ჩამოყალიბდა და განვითარდა სხვადასხვა სამსახურები, სადაც დღეს უკვე ნებისმიერ ბავშვს ეწევა საგანმანათლებლო, პროფესიული, სოციალური, ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარება. ამასთან  საზოგადოებამ `ბილიკი~ მოიცვა ყველა ის სფერო, რომელთანაც ბავშვს უწევს შეხება – ეს არის ოჯახი საზოგადოება და სკოლა.

 საზოგადოება „ბილიკის“ მისიაა: ჩვენ ვზრდით შიდა ქართლის ახალგაზრდობის, თემისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს

 საზოგადოება „ბილიკის“ ბენეფიციარები არიან:

  • გორის ღარიბი ოჯახების შვილიები (მ.შ ქუჩის ბავშვები, 6–16 წლამდე)
  • დევნილი ოჯახების შვილები
  • გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები
  • სახელემწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები

 პროგრამები:

  • ბავშვზე ზრუნვის პროგრამა
  • თემის განვითარების პროგრამა
  • სამოქალაქო საზოგადოების გაძლიება
  • მოხალისეობრივი პროგრამა

 ბავშვზე ზრუნვის პროგრამა

  • 2 დღის ცენტრი: საგანამანთლებლო, ფსიქლოგიური, სოციალურ და საბაზო მომსახურებით.
  • 3 მცირე საოჯახო სახლები; გორში და ხაშურში.

 თემის განვითარების პროგრამა

  • ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა
  • მედიასკოლა (სატელევიზიო, საგაზეთო და ონლაინ მედია)
  • კომპიუტერული კლასი – კომპიუტერული პროგრამები და ბლოგების შექმნა
  • ხელ-გარჯილობის სტუდია - თექა, მინანაქარი, ქარგვა, ბისერებით მუშაობა
  • დევნილთა ინტეგრაცია

 სამოქალაქო განათლების განვითარების პროგრამა

  • სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის
  • სამოქალაქო კლუბები

 მოხალისეობრივი პროგრამა

 მოხალისეობის პროგრამა 2006 წლიდან ხორციელდება. ოთხთვიანი პროგრამა ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის. 2013 წლიდან ევროპელ მოხალისეთა მომსახურების ფარგლებში, საზოგადოება „ბილიკი“ არის, როგორც გამგზავნი ასევე ევროპელი მოხალისეების მასპინძელი ორგანიზცია. ასევე ტანამშროლობს და მასპინძლობს მშვიდობის კორპუსის მოხალისეებს.