შიდა ქართლის რეგიონული ჰაბი

შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის საქმიანობას უზრუნველყოფს საზოგადოება „ბილიკი“ ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მიზანია, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი ქვეყნის მასშტაბით.