მიმდინარე

თარიღი: .

  1. „მომავალის თაობა“ - პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით; ოქტომბერი, 2014 - დღემდე; 31,080.00 დოლარი;

 სამოქალაქო განათლების  პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. შიდა ქართლში პროგრამის პარტნიორია საზოგადოება „ბილიკი“ , პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია 37  სკოლას გაუწევს დახმარებას სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით.

 აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და 11 რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად იწყებს ახალი სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ განხორციელებას. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პროგრამა სამი წლის მანძილზე გაგრძელდება და მთელი საქართველოს მასშტაბით 480 სკოლასთან იმუშავებს. პროგრამა „მომავლის თაობა“ ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაძლიერებას სკოლებში და მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების გაძლიერების გზით პროგრამის საქმიანობა ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდას გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის.

  1. „ბავშვზე ზრუნვის პროგრამა/დღის ცენტრები“  - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო; 2009 - დღემდე; 74,825 დოლარი

 საზოგადოება „ბილიკს“ აქვს ორი დღის ცენტრი, სადაც ჩართულები არიან სიღარიბის პროგრამაში ჩართული ოჯახების შვილები, რომლებიც იღებენ საგანამანთლებლო, ფსიქლოგიური, სოციალურ და საბაზო მომსახურებას. მათი რაოდენობა, 2016 წლის აგვისტოს მონაცემებით შეადგენს 60. პროექტის ძირითადი ქტივობები: კვებით მომსახურება, ფორმალური და არაფორმალური განათლება, შემოქმედებითი სტუდია, კომპიუტერის კლასი

  1. „მცირე საოჯახო სახლები“ - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო; 2011 - დღემდე; 74,825 დოლარი;

 საზოგადოება „ბილიკი“ მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციაა სამი საოჯახო  სახლის შიდა ქართლში. მათგან ერთი მდებარეობს ქ. გორში და ორი ქ. ხაშურში. მცირე საოჯახო სახლების აღსაზრდელების რაოდენობა 2016 წლის აგვისტოს მონაცემებით შეადგენს 30. პროექტის მიზანია: ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერა; პროექტის ძირითადი აქტივობები: სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების 24 საათიანი მომსახურება

  1. „ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება ქ. გორის მუნიციპალიტეტში“ - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი. 22.12.2015- 30.06.2016 - 8500 ლარი

 პროექტის მიზანია: ქ. გორის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების განვითარებისა  და მის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდის  ხელშეწყობა

  1. „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში“ - ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო - ევროკავშირი; 2016 – 2018 - 27628 ევრო

 პროექტი „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში“ მიზნად ისახავს საჯარო სკოლებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება ნაადრევი ქორწინებების, ბავშვთა შრომისა და სკოლის მიტოვების შემთხვევების შემცირების მიზნით; ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაძლიერებას ბავშვთა უფლებების ეფექტურად დაცვისათვის.

 პროექტი ერთობლივად ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება- საქართველოსა” და მისი პარტნიორი ორგანიზაციების - „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“, „მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის“, რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტისა“ და საზოგადოება „ბილიკის“  მიერ.