გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია
2022 წლის 4 ივლისს, ახალგაზრდული რეგიონალური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი პროექტის „ჩვენ ვირჩევთ, ჩვენ ვაშენებთ" ჩატარებული გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი ხორციელდება კასპის მუნიციპალიტეტის შერეული სკოლების მოსწავლეებისა და კასპის პროფესიული კოლეჯის სტუდენტის ერთობლივი ინიციატივით. შეხვედრა ჩატარდა კასპის მუნიციპალიტეტში, ტექნოპარკის შენობაში.
პროექტის მონაწილეებმა, სტუმრებს პროექტის იდეის მიზნისა და აქტივობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. განმარტეს, რომ პროექტის მიზანს წარმოადგენს მოსწავლეებში სამოქალაქო უფლებებისა და პასუხისმგებლობების გააზრება, მათში საარჩევნო კულტურის ჩამოყალიბება.
ამის შემდეგ, მონაწილეებმა მოწვეულ სტუმრებს ონლაინ გამოკითხვის შედეგებიც გააცნეს. გამოკითხვის კითხვარისთვის მონაწილეებისა და მათი ხელმძღვანელის მიერ 10 შეკითხვა შეირჩა. სულ გამოიკითხა 14-17 წლამდე ასაკის 72 მოსწავლე.
გამოკითხვისას დასმული იყო საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული შეკითხვები: რა არის ცესკო? რა არის მარკირება? როგორ და სად უნდა ჩამოუყალიბდეს არასრულწლოვანს საარჩევნო კულტურა ? რა არის ხმის მიცემის უფლება? არის თუ არა არჩევნებში მონაწილეობა სახელმწიფოს მიმართ პასუხისმგებლობა და სხვ.
გამოკითხვის ანალიზმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცოდა რა არის მარკირება, როგორია საარჩევნო პროცედურები და ვის აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება; სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას შეეცდებიან ახალგაზრდები პროექტის განხორციელებისას.
სამომავლოდ, მოსწავლეთა საარჩევნო კულტურის ჩამოყალიბებების მიზნით, ჩატარდება ონლაინ შეხვედრები თემებზე: სამოქალაქო უფლებები და პასუხისმგებლობები, არჩევნებში მონაწილეობის უფლება და პასუხისმგებლობა. შეხვედრებს სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო ნიპარიშვილი გაუძღვება.
მოწვეულმა სტუმრებმა მოიწონეს პროექტი და მხარდაჭერა აღუთქვეს მონაწილეებს.
პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის" . პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად-ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის საქმიანობას წარმართავს „საზოგადოება ბილიკი“.