შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან - USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა
2022 წლის 7 ივლისს, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.
შეხვედრის მიზანი იყო USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამისა და კერძო კომპანიების თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.
თავდაპირველად, შეხვედრაზე გაიმართა პროგრამის პრეზენტაცია, შემდეგ კი მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ მოხდება პროგრამის ფარგლებში სკოლებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობა.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გაიმართება ბიზნეს ფორუმები, სადაც მოსწავლეები და სკოლის სხვა წარმომადგენლები ბიზნესს საკუთარ საჭიროებებსა და იდეებს გააცნობენ და მათი მხრიდან მხარდაჭერას მიიღებენ. ასევე პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ბიზნესისთვის განკუთვნილი გრანტები, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს საშუალება ექნებათ შექმნან ისეთი პროდუქტები ან სერვისები, რომლითაც დაეხმარებიან სკოლებს სამოქალაქო განათლების გაძლიერებაში.
შეხვედრის დასასრულს, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ საქმიანობაზე და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ამ ეტაპზე სთავაზობენ ახალგაზრდებს და გამოთქვეს მზაობა მომავალი თანამშრომლობისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ: გსქ კულას, სოციალური საწარმო „ლიდერის“, შპს „ქარელის ხილის“, შპს ალტა რითეილის, შპს „აგრო-კომის“, შპს „ხილარის“, “ჟოზეფის“, კოლეჯი „ამაგის“, შპს ენერგია +ის, აგროქართლის, შპს „ქვის წისქვილის“ წარმოამდგენლები და ინდივიდუალური მეწარმეები;
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International საქართველოს მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი შიდა ქართლის რეგიონში არის „საზოგადოება ბილიკი".