ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2022 წლის 8 ივლისს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი „საზოგადოება ბილიკის“ ასოციაციის თავმჯდომარე - მარინე მღებრიშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის მერმა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა - ნათია ნამიჭეიშვილმა და ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე - გიორგი ტალახაძემ.
მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს განვითარებას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ახალგაზრდულ საკითხებზე თანამშრომლობის გაზრდას, ადგილობრივ ახალგაზრდებთან კომუნიკაციისთვის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებასა და დანერგვას.
ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში. შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის საქმიანობას წარმართავს „საზოგადოება ბილიკი“.