„საზოგადოება ბილიკის“ დღის ცენტრების აღსაზრდელების გასვლითი ღონისძიება

თარიღი: .

2022 წლის 13 სექტემბერს, დღის ცენტრ „ბილიკის“ აღსაზრდელებმა პედაგოგებთან ერთად, გორიჯვრის მთაზე ლაშქრობა გადაწყვიტეს, დაგეგმეს სხვადასხვა სახალისო აქტივობა და გასართობი თამაში. მთელი დღის განმავლობაში იყვნენ ბუნებაში დაანთეს კოცონი, მოაწყვეს პიკნიკი და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

მათ პედაგოგებისგან მიიღეს სასარგებლო ინფორმაცია თუ როგორ მოიქცნენ ბუნებაში. ბავშვებმა დაასუფთავეს გარემო, ჩააქრეს კოცონი და ასე დატოვეს ტერიტორია.

დღის ცენტრ „სხივის“ აღსაზრდელები კი პედაგოგებთან ერთად მცხეთაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მათ მოინახულეს სამთავრო, სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.