გარე კომუნიკაციის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
2022 წლის 20 სექტემბერს „საზოგადოება ბილიკის“ პროექტის INSPIRES კოორდინატორმა ნანა სუხიტაშვილმა თანამშრომლებს გარე კომუნიკაციის სახელმძღვანელო გააცნო.
გარე კომუნიკაციის სახელმძღვანელო დამხმარე დოკუმენტია და ადგენს „საზოგადოება ბილიკის“ გარე კომუნიკაციების მიზნებს, სტრუქტურასა და მექანიზმებს. სახელმძღვანელოს მთავარი დანიშნულებაა დაეხმაროს „საზოგადოება ბილიკის“ თანამშრომლებს, ორგანიზაციის გარე ურთიერთობების ეფექტურად წარმართვაში, ერთიანი და სისტემური სტანდარტების შენარჩუნებით.
გარე კომუნიკაციის სახელმძღვანელო მომზადდა საზოგადოება ბილიკის PR კონსულტანტის მანანა ყუბანეიშვილის მიერ, პროექტის INSPIRES ( Illuminating New Solutions and Programmatic Innovations for Resilient Spaces) ფარგლებში.