ლაურა შობროვა
ლაურა შობროვა კარიტასის კოლეჯის სოციალური და ჰუმინატარული ფაკულტეტის სტუდენტია ჩეხეთიდან. ის სასწავლო პრაქტიკას გადის „საზოგადოება ბილიკში“ 2022 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით. მან ორგანიზიციის თანამშრომლებს გააცნო საკუთარი თავი, უნივერსიტეტი და ქვეყანა.
ლაურა რამდენიმე წელია მუშაობს ახალგაზრდებთან და ბავშებთან როგორც ბანაკის ლიდერი და სათხილამურო ინსტრუქტორი. კითხვაზე თუ რატომ გადაწყვიტა საქართველოში და „საზოგადოება ბილიკში“ ჩამოსვლა გვპასუხობს: „ამ სასწავლო წელს გადავწყვიტე, რომ პრაქტიკის კურსი გამევლო „საზოგადოება ბილიკში“. ეს ორგანიზაცია ავირჩიე იმიტომ , რომ მისი მიზნები, პროგრამები და სამიზნე ჯგუფი ძალიან საინტერესოა ჩემთვის, ამას ემატება კარიტასის სტუდენტების შესანიშნავი რეკომენდაციები „საზოგადოება ბილიკის“ მისამართით. ვიმედოვნებ, რომ ეს სამი თვე სასარგებლო იქნება როგორც ჩემთვის, ასევე "ბილიკისთვის"“.