სტუმრები „საზოგადოება ბილიკში“
„საზოგადოება ბილიკს“ INSPIRES (Illuminating New Solutions and Programmatic Innovations for Resilient Spaces) პროექტის ფარგლებში, PDCS- ის დირექტორი, კაროლინკა მიკოვა, “პარტნიორობა საქართველოსთვის” აღმასრულებელი დირექტორი ნათია გოფოძე და პროგრამის მენეჯერი მილენა მითაგვარია ესტუმრნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის განხორციელებული აქტივობების და სამომავლო გეგმების შესახებ. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: შეიქმნა გარე კომუნიკაციის სახელმძღვანელო; განახლდა „საზოგაოდება ბილიკის“ ვებ გვერდი; განახლდა ორისის სისტემა; დიზაინერის მიერ განახლდა ორგანიზაციის ლოგო და შეიქმნა წლიური ანგარიშის შაბლონი.