ტრენინგები ახალგაზრდებისთვის
ტრენინგები გაიმართა ახალგაზრდებისთვის თემაზე: „აივ ინფექცია“, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდების ინფორმირებულობა აივ ინფექციასთან დაკავშირებით, რათა სამომავლოდ მიღებული ცოდნა გააზიარონ საკუთარ სოციუმში.
ტრენინგების დროს განხილული იყო შემდეგი თემები : აივ ინფექცია/შიდსი; გადაცემის გზები/ სარისკო ქცევები; ვირუსის გავრცელების პრევენცია/ ინფექციის თავიდან აცილების გზები; ტესტირება ; აივ ინფექციასთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია.
ტრენერები -"საზოგადოება ბილიკის"თანამშრომლები: მარიამ მანველიშვილი, გვანცა ნაზარაშვილი, ლაშა ჯაშაშვილი.
პროექტი „აივ/შიდსის პრევენცია ახალგაზრდებში“, ხორციელდება საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ ინიციატივით. შიდა ქართლის რეგიონში პროექტის პარტნიორია „საზოგადოება ბილიკი“.