USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის გახსნის ღონისძიება
2022 წლის 6 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის გახსნის ღონისძიება გაიმართა.
პროგრამის მიზანია: მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას. შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ მარიკა მღებრიშვილი, „საზოგადოება ბილიკის“ ასოციაციის თავმჯდომარე, თამარ ფრუიძე, პარტნიორული ქსელის მენეჯერი, PH International - ის წარმომადგენელი და ნინო ბერიანიძე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი. ღონისძიებაზე „საზოგადოება ბილიკის“ წარმომადგენელმა ლია გორელიშვილმა გააკეთა პრეზენტაცია პროგრამის მიზნებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ისაუბრეს სამოქალაქო განათლების სწავლების მნიშვნელობაზე და მსმენელებს გაუზიარეს ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში მიღებული სარგებლის შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის შიდა ქართლის რეგიონის პარტნიორი სკოლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ადგილობრივი ხელისუფლების, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International - საქართველოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია „საზოგადოება ბილიკი“.