დღის ცენტრების აღსაზრდელების ვიზიტი თეატრში

თარიღი: .

2022 წლის 23 ოქტომბერს "საზოგადოება ბილიკის" დღის ცენტრების აღსაზრდელები გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ესტუმრნენ.

ბავშვებმა დაათვალიერეს თეატრის მუზეუმში დაცული ექსპონატები, მოისმინეს გორის თეატრის ისტორია და ვიზიტის ბოლოს დაესწრნენ სპექტაკლს სახელწოდებით "დაუძახე ბროწეულო, პურის თავთავო" .

„საზოგადოება ბილიკი“ მადლობას უხდის გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის წარმოამდგენლებს მასპინძლობისთვის და ჩვენი ბავშვების გახარებისთვის.