ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გაფორმდა ხელშეკრულებები მიმღებ, დამკვეთ ორგანიზაციებსა და სტაჟიორებს შორის.
პროგრამა მიზნად ისახავს აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლში და ქვემო ქართლში ახალგაზრდებისათვის ანაზღაურებადი სამსახურის დაწყების შესაძლებლობის მიცემას, რაც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრისას სტაჟიორებმა მიიღეს ტრენინგ კურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც.
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS)“ ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციის, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და რეგიონული პარტნიორის მიერ.