შეხვედრა რეგიონალური ჰაბის ფარგლებში
2022 წლის 7 ნოემბერს, რეგიონალური ჰაბის ახალგაზრდებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელები ნინო ბერიანიძე და დიმიტრი გოგიაშვილი შეხვდნენ.
სტუმრებმა ისაუბრეს მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, სტრატეგიულ მიზნებზე, რომლებიც დაკავშირებულია ახალგაზრდებში კომპეტენციების ზრდასთან და მათ ჩართულობასთან სათემო ცხოვრებაში. მათ ასევე განიხილეს ადგილობრივი ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევები და პრობლემები, გააკეთეს პრეზენტაცია 2022 წელს განხორციელებულ და 2023 წელს დაგეგმილ საქმინობასა და პროექტებზე, რომელიც განხორციელდება გორის მერიის მხარდაჭერით.
შეხვედრა განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში. შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის საქმიანობას წარმართავს „საზოგადოება ბილიკი“.