შეხვედრები საზღვარგარეთ
2022 წლის 7-8 ნოემბერს, „საზოგადოება ბილიკის“ ადრეული განვითარებისა და რეაბილიტაცია - აბილიტაციის პროგრამების ფსიქოლოგი მარი წკრიალაშვილი EASPD-ის სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელში, ორგანიზაციაში Beit Issie Shapiro.
სასწავლო ვიზიტი მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების მიმწოდებელთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას, EASPD-ის წევრ ორგანიზაციებს შორის, ცოდნის გაზიარების გზით. სასწავლო ვიზიტის დროს მოხდა Beit Issie Shapiro-ს გამოცდილების გაზიარება ბავშვთა ადრეულ ინტერვენციაში მულტისენსორული ოთახის და "IssieSense" მიდგომის შესახებ. ასევე გაიმართა დისკუსია ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობაზე სხვადასხვა კონტექსტსა და გარემოში.
„საზოგადოება ბილიკის“ ასოციაციის თავმჯდომარემ მარიკა მღებრიშვილმა კი მონაწილეობა მიიღო "სტაბილური სამოქალაქო საზოგადოების სწავლისა და ქსელის სამიტში", რომელიც 14-17 ნოემბერს გაიმართა ტანზანიაში;
ეს ღონისძიება, რომელმაც გააერთიანა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები 11 ქვეყნიდან არის USAID-ის მიერ დაფინანსებული გლობალური პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მხარდაჭერა" ნაწილი, მას ახორციელებენ PartnersGlobal, სხვა საერთაშორისო რეგიონული და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.