სასწავლო ვიზიტი
2022 წლის 24 ნოემბერს პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ ფარგლებში, განხორციელდა გაცვლითი სასწავლო ვიზიტი შიდა ქართლის პროფესიულ სასწავლებლებში.
გაცვლითი სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო, პარტნიორი პროფესიული სასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერება, სასწავლებლებს შორის კავშირებისა და ქსელური მუშაობის ხელშეწყობა, და პროფესიული სასწავლებლების სამომავლო განვითარების მიმართულებების განსაზღვრა.
სასწავლო ტურის ფარგლებში პარტნიორი სასწავლებლების წარმომადგენლებმა მოინახულეს: კასპის პროფესიული კოლეჯი; გორის უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი ; კოლეჯი განთიადი; კოლეჯი ამაგი
პროექტის მონაწილეებისთვის ეს იყო დიდი შესაძლებლობა ადგილზე გაცნობოდნენ შიდა ქართლის კოლეჯების მუშაობას, გაეზიარებინათ მათი პროფესიული გამოცდილება, სხვადასხვა რეგიონების კოლეჯების წარმომადგენლებს შორის გამართულიყო დიალოგი და გაძლიერებულიყო პროფესიული კავშირები.
სასწავლო ვიზიტი განხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS)“ ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციის, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და რეგიონული პარტნიორის მიერ. პროექტის პარტნიორი შიდა ქართლის რეგიონში არის „საზოგადოება ბილიკი“.