ხაშურში ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი გაიხსნება
ადვენტისტური განვითარებისა და დახმარების სააგენტომ (ADRA) - საქართველომ, პოლონური ფინანსური დახმარებით დაიწყო პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების დასახმარებლად.
პროექტი სახელწოდებით “საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და რთული ქცევის მქონე მოზარდების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა", დაიწყო 2022 წლის სექტემბერში და დასრულდება 2023 წლის 31 ივნისს. პროექტის განმავლობაში ADRA საქართველო „საზოგადოება ბილიკთან“ თანამშრომლობს.
პროექტი მიზნად ისახავს ხაშურში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის“ გახსნას. პროექტის ძირითადი მიზნებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის განათლებისა და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
პროექტით გათვალისწინებულ შენობაში შეიცვლება ძირითადი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ჩატარდება იატაკის, კედლების, ჭერის რემონტი და დამონტაჟდება წყლის, ელექტრო და გათბობის სისტემები. ამავე პროექტის მიხედვით, ცენტრის თანამშრომლებს ჩაუტარდებათ ტრენინგები. ADRA Georgia ცენტრს უზრუნველყოფს საჭირო ავეჯით, აღჭურვილობითა და მასალებით ლოგოპედიის, ოკუპაციური თერაპიისა და ფიზიოთერაპიისთვის.
პროექტის შედეგად ხაშურში, რომელიც საქართველოს ცენტრალური ნაწილია და მე-9 დასახლებაა საქართველოში 52000 მოსახლეობით, გაიხსნება პირველი „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის (0-დან 7 წლამდე), მაშინ როცა ასეთი სერვისების საჭიროება იყო.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის მიერ. პუბლიკაცია გამოხატავს ექსკლუზიურად ავტორის შეხედულებებს და არ შეიძლება მისი იდენტიფიცირება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციასთან.