რეგიონული ჰაბის საქმიანობის 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება
2023 წლის 26 იანვარს, შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის საქმიანობის 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება გახსნეს „საზოგადოება ბილიკის“ ასოციაციის თავმჯდომარე მარიკა მღებრიშვილმა და შტეფან მალერიუსმა - რეგიონული პროგრამის „პოლიტიკური დიალოგი სამხრეთ კავკასია“ ხელმძღვანელი, STAR პროექტის დირექტორი, კონრად ადენაუერის ფონდი (KAS). შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის საქმიანობის პრეზენტაცია გააკეთეს მარიკა მღებრიშვილმა „საზოგადოება ბილიკის“ ასოციაციის თავმჯდომარემ და ლია გორელიშვილმა - შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის კოორდინატორი. ახალგაზრდების მიერ განხორციელებული პროექტის - „მოხალისეობის მოძრავი ბანაკი“ შესახებ ისაუბრეს თემურ ირიქმა და ელენე ულუბელაშვილმა, ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ხაშურის მუნიციპალიტეტიდან. ინფორმაცია „ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდაზე მუნიციპალურ სერვისებში“, გააზიარეს მამუკა ზოლოტარიოვმა და თამარ თინიკაშვილმა, ახალგაზრდული კლუბის წევრებმა გორის მუნიციპალიტეტიდან. გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს საქმიანობის პრეზენტაცია კი გააკეთეს გიორგი ტალახაძემ - გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარემ და ლაურა ხჩოიანმა - გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს წევრმა. შეხვედრის ბოლოს გაიამრთა „კრეატიული იდეების კონკურსის“ და „საუკეთესო მოხალისეობრივი ინიციატივის კონკურსის“ გამარჯვებულების დაჯილდოება.
შეხვედრა განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში. შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის საქმიანობას წარმართავს „საზოგადოება ბილიკი“.