ტრენინგი „ძირითადი კომპეტენციები და სამუშაოსთვის მზაობა“
„საზოგადოება ბილიკის“ პროექტის ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS) ფარგლებში, გაიმართა 3 დღიანი ტრენინგ კურსი თემაზე: „ძირითადი კომპეტენციები და სამუშაოსთვის მზაობა“.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: კომუნიკაციის მნიშვნელობა და თავისებურებები საქმიან გარემოში, რეალობის აღქმის სუბიექტურობა; თვით-პრეზენტაცია (სამოტივაციო წერილის, CV-ს მომზადება), ეფექტური თვით-პრეზენტაცია და გასაუბრება დამსაქმებელთან; გუნდური მუშაობის ეფექტურობის განმსაზღვრელი ფაქტორები, დროის ეფექტურად მართვა; საქმიანი გარემო და მისი ცოდნის მნიშვნელობა, ორგანიზაციული კულტურა, სამუშაო ეთიკა; რას ნიშნავს მრავალფეროვნება, მრავალფეროვანი გარემო და თანაბარუფლებიანი სამუშაო სივრცე, მრავალფეროვნების მართვის მოდელები.
ტრენერი: ლელა გიორგობიანი.
ტრენინგ კურსი განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS)“ ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციის, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და რეგიონული პარტნიორის მიერ. შიდა ქართლის რეგიონში პარტნიორი ორგანიზაციაა "საზოგადოება ბილიკი".