შეხვედრა თემაზე - ,,სამოქალაქო აქტივიზმი და მოხალისეობა"
2023 წლის 7 თებერვალს, ორგანიზაციამ „ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისთვის“, “საზოგადოება ბილიკთან” თანამშრომლობით, შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის გამართა შეხვედრა თემაზე - ,,სამოქალაქო აქტივიზმი და მოხალისეობა".
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა შემდეგი თემები: სამოქალაქო აქტივიზმი და მოხალისეობა; მოხალისეთა უფლება - მოვალეობების საკანონმდებლო რეგულირება; მოხალისეობის წარმატებული მაგალითები; ახალგაზრდული აქტივიზმის მნიშვნელობა დღევანდელ რეალობაში;
შეხვედრას უძღვებოდა : ხატია ხაბაშვილი - იურისტი, ტრენერი, ,,ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისთვის" თანადამფუძნებელი, დირექტორი.