სახალხო უნივერსიტეტის წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა „საზოგადოება ბილიკში”
2023 წლის 11 თებერვალს, სახალხო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა „საზოგადოება ბილიკის“ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
სახალხო უნივერსიტეტის ლექციათა ციკლი მოიცავდა 2 საინტერსეო თემას:
1. საზოგადოებრივი ჯანდაცვა, პირველადი დახმარება და თავის მოვლის საბაზისო უნარები - წაიკითხა ზურა ალხანიშვილმა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, საქართველოს გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროექტების ხელმძღვანელი.
2. "დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გამოცდილება საქართველოში: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921)", ამ თემაზე ისაუბრა ირაკლი ირემაძემ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, საქართველოს გაეროს ასოციაციის მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის კოორდინატორი.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში და დაიგეგმა სამომავლო შეხვედრის თემაც.