შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
2023 წლის 7 თებერვალს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.
,,საზოგადოება ბილიკი“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ი, სლოვაკეთის საერთაშორისო განვითრების სააგენტოს „Slovak Aid“-ის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებენ ერთობლივ პროექტს. 2023 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მონაწილეობას მიიღებს პროექტის საქმიანობაში. შეხვედრაზე „საზოგადოება ბილიკის“ თავმჯდომარე მარიკა მღებრიშვილმა მონაწილეებს პროექტის მიზნები და დაგეგმილი საქმიანობა გააცნო.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ თორია, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გიორგი გუგუჩია, მისი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პრეს სამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა და „საზოგადოება ბილიკის“ თავმჯდომარე მარიკა მღებრიშვილი.
შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის განხორციელების პერსპექტივები და თანამშრომლობის გეგმა განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, რომ შშმ პირების დასაქმების მხარდაჭერა დროული და მნიშვნელოვანია და რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მხარს დაუჭერს ამ სახის პროექტების განხორციელებას რეგიონში.