„ორბელიანი აკადემიის“ წარმომადგენლების ტრენინგი

თარიღი: .

2023 წლის 15 თებერვალს, გორში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი სკოლის მოსწავლეებთან „ორბელიანი აკადემიის“ წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე: „საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები“.

შეხვედრას უძღვებოდა ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ელიაძე. ტრენინგის ბოლოს გაიმართა საინტერესო და სახალისო ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებიც სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდნენ.„ორბელიანის აკადემია“ არის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დაქვემდებარებული ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან დღემდე აქტიურად გეგმავს და ახორციელებს საინტერესო ღონისძიებებს, მასტერკლასებსა და ტრენინგებს დამამთავრელებელი (9, 10, 11, 12) სკოლის მოსწავლეებისათვის.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა „საზოგადოება ბილიკი“.

.