კომპანია კულას დირექტორი სტუმრად ხელთუბნისა და ფხვენისის სკოლებში
2023 წლის 27 მარტს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნისა და სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლებში სტუმრად იმყოფებოდა კომპანია კულას დირექტორი - ივანე გოგლიძე.
სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ წარუდგინეს სტუმარს საკუთარი პროექტების სამოქმედო გეგმა და საჭიროებები, რომლებმაც სკოლა - ბიზნესის ფორუმზე კომპანიის დირექტორი დააინტერესა.
სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლაში, კომპანია კულას დახმარებით, სკოლის ეზოში განთავსდება სასმელი წყლის ჭაბურღილი, რომელსაც ასევე გამოიყენებენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიის მწვანე საფარის შესანარჩუნებლადაც. სკოლა ამჟამად მარაგდება კუსტარულად დაბურღული ჭაბურღილიდან რომლის სასმელად გამოყენება უსაფრთხო არაა, საჭიროა ახალი, საიმედო ჭისა და სარწყავი სისტემის მოწყობა.
სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლასთან არის აუთვისებელი ტერიტორია, სადაც კომპანიის მხარდაჭერით და დაფინანსებით მოეწყობა სკვერი, რომლით სარგებლობაც შეეძლებათ როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს. სკვერის მოწყობის მიზანია სასკოლო საზოგადოების და სოფლის თემის გააქტიურება, აუთვისებელი მიწის პროდუქტიულად გამოყენება.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა „საზოგადოება ბილიკი“.