ახალგაზრდული ფორუმი ოთხ მუნიციპალიტეტში
2023 წლის 4 დან 11 აპრილამდე ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის - „საზოგადოება ბილიკის’’ ორგანიზებით, შიდა ქართლის 4 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ფორუმები გაიმართა.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა, მოხალისეებმა, პედაგოგებმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა. ფორუმის მიზანია შიდა ქართლის რეგიონის ახალგაზრდების აქტიური ჩართვა ადგილობრივი თემის საჭიროებების გადაწყვეტაში, მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია. ფორუმის ფარგლებში, ახალგაზრდებმა მცირე ჯგუფებში, ფასილიტატორებთან ერთად, შეიმუშავეს საპროექტო იდეები.
ფორუმში ჩართული ახალგაზრდების მიერ დაიგეგმა ინიციატივები, რომლის მიზანიცაა ევროსტრუქტურების სარგებლიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, მოხალისეობის როლის და კულტურის პოპულარიზაცია, მედია წიგნიერების შესახებ ცნობიერების გაზრდა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდებში. ახალგაზრდებმა იმსჯელეს პარტნიორი ორგანიზაციებისა თუ დაინტერესებული მხარეების შესახებ, რომლებთანაც ექნებათ აქტიური თანამშრომლობა. დაახლოებით 120 ახალგაზრდა მონაწილეობდა ფორუმში.
შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში.