"დასაქმების ადგილობრივი პოლიტიკის განვითარება - შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება
2023 წლის მაისიდან „საზოგადოება ბილიკი“ ახორციელებს პროექტს "დასაქმების ადგილობრივი პოლიტიკის განვითარება - შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება".
პროექტის მიზანია: ხელი შეეწყოს ადგილობრივ მუნიციპალურ პოლიტიკას, რათა გაუმჯობესდეს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და დაცვა. პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია : გორი, ხაშური, ახალციხე. გაეცანით სიახლეებს პროექტის შესახებ:
2023 წლის 9 ივნისს, პროექტის "დასაქმების ადგილობრივი პოლიტიკის განვითარება - შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება" ფარგლებში „საზოგადოება ბილიკსა“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი პროექტის ფარგლებში, მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
2023 წლის 15 ივნისს კი ,,საზოგადოება ბილიკის“ ასოციაციის თავმჯდომარე, მარინე მღებრიშვილი, პროექტის რეგიონულ კოორდინატორ მაკა სუდაძესთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს ირაკლი ლაზარაშვილსა და მის მოადგილეს, რუბენ კარაპეტიანს შეხვდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობისა და მოსალოდნელი შედეგების გაცნობის შემდეგ, შეხვედრების მონაწილე მხარეები შეთანხმდენ, რომ გააგრძელონ მუშაობა შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებით.
2023 წლის 26 ივნისს, პროექტის ფარგლებში „საზოგადოება ბილიკსა“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი პროექტის ფარგლებში, მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
პროექტი „დასაქმების ადგილობრივი პოლიტიკის განვითარება - შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება“ მხარდაჭერილია პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ევროპის ფონდთან და ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრთან თანამშრომლობით.