შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით დაარსდა და ყოველწლიურად აღინიშნება მთელ მსოფლიოში.
ამ დღის მიზანია, გავამახვილოთ ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულებელყოფაზე, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი ძალისხმევაა გაწეული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა თუ სხვა ტიპის პრობლემები.
დღეს, როგორც არასდროს, COVID-19-ის ფონზე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების თითოეული წევრის ცნობიერებასა და სოლიდარობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ.
„საზოგადოება ბილიკი“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ი, სლოვაკეთის საერთაშორისო განვითრების სააგენტოს „Slovak Aid“-ის ფინანსური მხარდაჭერით, ერთობლივ პროექტს ახორციელებენ. პროექტი ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაციას საქართველოს შრომის ბაზარზე.