ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობებს მქონე პირებთან მომუშავე პროფესიონალებისთვის
2022 წლის 27 მაისიდან, ქალაქ ქობულეთში, სასტუმრო Georgia Palace-ში დაიწყო ,,საზოგადოება ბილიკისა" და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ის ერთობლივი პროექტის ,,დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე“ ფარგლებში ორგანიზებული ექვს დღიანი ინტენსიური ტრენინგი.
ტრენინგებში მონაწილეობას იღებენ სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებიდან 30 მონაწილე, მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურების, ბავშვთა დაცვისა და ზრუნვის განყოფილების, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს და შშმ პირებთან მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
პროექტს ,,შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოში“ ახორციელებს „საზოგადოება ბილიკი“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ი, Slovak Aid –ის ფინანსური მხარდაჭერით.