სამუშაო შეხვედრა LINKS პროექტის ფარგლებში
2022 წლის 27 ივნისს, სამუშაო შეხვედრა გაიმართა „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტის ფარგლებში.
შეხვედრაზე წარდგენილ იქნა შიდა ქართლის რეგიონის შრომის ბაზრის მონიტორინგის შედეგები, რომლის ფარგლებშიც 150 ადგილობრივი ორგანიზაცია გამოიკითხა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო, კერძო სექტორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მედიის წარმომადგენლებმა.
„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ, ხოლო შიდა ქართლის რეგიონში პროექტის პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენს „საზოგადოება ბილიკი”.